კიბერსაფრთხეების სიმულაციური სავარჯიშოების პერიოდული განხორციელების საჭიროება უნივერსიტეტის პერსონალისთვის

Authors

  • ავთანდილ ბიჩნიგაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • დავით ბიჩნიგაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ლუკა შონია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

Keywords:

კიბერუსაფრთხოება, სიმულაციური სავარჯიშოები, ფიშინგი, რენსომვეარი, ინციდენტებზე რეაგირების გეგმა (IRP), სოციალური ინჟინერია, ცნობიერების ამაღლება, უნივერსიტეტის IT-ინფრასტრუქტურა, უწყვეტი გაუმჯობესების ციკლი

Abstract

კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე უნივერსიტეტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გამოწვევაა. უნივერსიტეტები, როგორც ღია აკადემიური გარემოები და საინფორმაციო რესურსებით მდიდარი ცენტრები, განსაკუთრებით დაუცველია კიბერთავდასხმების მიმართ. მოცემულ სტატიაში არგუმენტირებულად წარმოდგენილია, რომ უნივერსიტეტის პერსონალისთვის კიბერსაფრთხეების სიმულაციური სავარჯიშოების პერიოდული განხორციელება არა რეკომენდაცია,
არამედ აუცილებელი კომპონენტია ორგანიზაციული კიბერდაცვის შექმნისა და შენარჩუნებისთვის. სტატიაში განხილულია სიმულაციების ძირითადი ტიპები (ფიშინგი, რენსომვეარი, DDoS, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები), მათი ტექნიკური უზრუნველყოფის მეთოდოლოგია და მოსალოდნელი შედეგები. ხაზგასმულია, რომ პერიოდულობა საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ცოდნის განახლებას, არამედ უწყვეტი გაუმჯობესების ციკლის (Continuous Improvement Cycle) დანერგვას, რაც საბოლოოდ ამცირებს რისკებს და აძლიერებს უნივერსიტეტის მთლიან უსაფრთხოების მდგომარეობას.

Published

2026-01-20

Issue

Section

Articles