ხელოვნური ინტელექტის სამართალსუბიექტობა - მომავალი თუ უტოპია?

Main Article Content

თამთა რობაქიძე

Abstract

2018 წლის 23—25 ოქტომბერს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სააუქციონო სახლმა—„კრისტისმა“ (“Cristie’s”) გამართა საერთაშორისო აუქციონი, სადაც ნახატი —„ედმონდ ბელამის პორტრეტი“ (“portrait of Edmond Belamy”) 432,500 აშშ დოლარად გაიყიდა. ალბათ, ამ ამბავში უცნაურად არაფერი მოგეჩვენებათ, სანამ გაიგებთ, რომ აღნიშნული ნახატი ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.


მაშ, რა განასხვავებს პროგრამას ადამიანისგან? სად გადის ზღვარი მოაზროვნე ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის? ნუთუ, ხელოვნური ინტელექტი ,,ადამიანობას“ ითვისებს და გვპარავს... ის მომავლის ახალი სუბიექტია, თუ აბსურდული უტოპია?..


რა არის ხელოვნური ინტელექტი? - ამ კითხვაზე პასუხი იმდენად ვრცელია, რამდენადაც მისი შესაძლებლობები. ეს, შესაძლოა, იყოს მეცნიერება ისეთი ტექნოლოგიების შექმნის შესახებ, რომლებსაც შეუძლია ადამიანების მსგავსი აზროვნება. აღნიშნული ტექნოლოგია ადამიანების ფიქრის პროცესის შესწავლით ახერხებს ისეთი პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფას, რომელსაც, ჩვეულებრივ, სტანდარტული ადამიანიც გადაჭრიდა, მაგრამ ტექნიკამ შეითავსა მისი დამხმარე ფუნქცია.


ხელოვნური ინტელექტის სისტემები, როგორც წესი, შექმნილია ადამიანების შემეცნებითი შესაძლებლობების სიმულაციისთვის და ეფექტიანობის, სიზუსტისა და ავტომატიზაციის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სფეროში, მაგ., როგორიცაა მედიცინა (სადაც ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით ბოლო დროს, ძალიან დიდ წარმატებას აღწევს); ხელოვნება; იურისპრუდენცია; განათლება და სხვ.


ხელოვნური ინტელექტის მოქმედების სფერო, არც იმდენად ფართოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ის შემოსაზღვრულია იმ ვიწროინტელექტუალური ფარგლებით, რომელიც ადამიანმა, თავის დროზე, თავისივე ნებით დაუწესა და მორჩილია იმ ფარგლებისა, რომელსაც ადამიანი შემოუსაზღვრავს. ხელოვნური ინტელექტის საშიშროების საკითხის რელევანტურობა, არც ურიგოა და არც
გადაუდებლად აუცილებელი. საჭიროა, იურისპრუდენციამ ,,ელექტრონულ პირს“ დაუწესოს მოქმედების ფარგლები, სადაც, თავის მხრივ, არც ტექნოლოგიურ შეზღუდვას ექნება ადგილი და არც ადამიანის ძირითადი უფლებებისას.

Keywords:
ხელოვნური ინტელექტი, სამართალსუბიექტობა, ელექტრონული პირი, ხელოვნური ნეირონი
Published: Sep 4, 2025

Article Details

Section
სამართალი და მართლმსაჯულება B. სამართლის თეორია და ახალი მიდგომები