ციფრული მეწარმეობა და ინოვაციაური მართვა: AI - ს ინტეგრაცია ციფრულ ეკონომიკაში
Main Article Content
Abstract
ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მეწარმეობის კონვერგენცია წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ მიმართულებას, რომელიც ფუნდამეტალურად ცვლის წარმოების ინოვაციურ მიდგომას. ეს ნაშრომი იკვლევს თუ როგორ ამარტივებს ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის დაწყებას და ზრდის მასშტაბირების შესაძლებლობას და ამავდროულად AI ტექნოლოგიის ინტეგრაცია, რომელიც ცვლის მეწარმეობის პროცესებს, ბიზნეს მოდელის ინოვაციასა და ღირებულების შექმნის გზებს. აქედან გამომდინარე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის სტრატეგიული გააზრება გადამწყვეტია როგორც მეწარმეებისთვის, ისე პოლიტიკის შემქმნელთათვის. ახლახან მომხდარმა მოვლენამ COVID-19-ის პანდემიამ, დააჩქარა ციფრული გარდაქმნა და ცხადყო ტექნოლოგიური მოქნილობის მნიშვნელობა ორგანიზაციული მდგრადობისთვის. დღეს სამეწარმეო ეკოსისტემები სულ უფრო მეტად ეფუძნება AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ავტომატიზაციასა და მონაცემებზე დამყარებულ სტრატეგიებს, რაც აძლიერებს კონკურენტუნარიანობას რომელიც ამავდროულად აჩენს ეთიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.