გერის უფლება-მოვალეობების არათანაზომიერება საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში

Main Article Content

მაგდა იაშვილი

ანოტაცია

საკონფერენციო ნაშრომში განხილული იქნება გერის უფლება-მოვალეობების არათანაზომიერება საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში. საქართველოს კანონმდებლობა გერის უფლებასა და ვალდებულებებს არაპროპორციულად განსაზღვრავს, კერძოდ, მას ანიჭებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე აღჭურავს შესაძლებლობებით, რაც ჩვენს რეალობაში ქმნის გარკვეული სახის პრობლემებსა და ართულებს სამართალწარმოების პროცესს. საოჯახო სამართალი ავალდებულებს გერს შრომისუუნარო მამინაცვლის/დედინაცვლის საჭიროებისამებრ რჩენას, ანუ უდგენს საალიმენტო ვალდებულებას, თუმცა კანონისმიერ მემკვიდრეთა ჩამონათვალში გერს ვერცერთი რიგის მემკვიდრედ ვერ ვხვდებით და მეტიც, იმ შემთხვევაში თუ მამინაცვალს/დედინაცვალს არცერთი რიგის მემკიდრე არ ჰყავს, გერი, როგორც მემკვიდრედ მაინც არ განიხილება და ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის. კანონმდებელი მსგავსი ჩანაწერით გერის კონსტიტუციურ უფლბებეს ეჭვქვეშ აყენებს. მეცნიერთა შორის არ არსებობს ერთგვაროვანი შეხედულება თუ რა ადგილი უკავია/უნდა ეკავოს გერს საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალში ან/და როგორ უნდა იყოს დაბალანსებული ეს უფლება-მოვალეობები, რაც მეტად აქტუალურს ხდის აღნიშნული საკითხის გაანალიზებას. კვლევა ეფუძნება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, მეცნიერ-იურისტთა შეხედულებებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს; ასევე, განხილულ იქნება უცხო ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა.

საკვანძო სიტყვები:
უფლება-მოვალეობები, არათანაზომიერება, დუალისტური შეხედულება, სასამართლო პრაქტიკა
გამოქვეყნებული: იან 20, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები