ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: სამართლებრივი რეგულაციისა და მონაცემთა დაცვის გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარება წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას თანამედროვე სამართლებრივი სისტემებისთვის, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. AI ტექნოლოგიები უკვე გამოიყენება ჯანდაცვაში, ფინანსებში, სამართალწარმოებაში, სოციალურ მედია პლატფორმებში და საჯარო ადმინისტრაციაში, რაც ქმნის ახალ სამართლებრივ, ეთიკურ და ტექნოლოგიურ პრობლემებს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ AI გადაწყვეტილებები ხშირად იღებს ალგორითმებით, რომლებიც გამჭვირვალე არაა და ზედამხედველობის გარეშე ფუნქციონირებენ. შედეგად იზრდება რისკი ადამიანის
უფლებათა დარღვევის, პირადი მონაცემების არასათანადოდ დამუშავებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკების წარმოშობის. ეს პრობლემები იწვევს მთავარ კითხვას: ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი AI გადაწყვეტილებით გამოწვეულ ზიანზე? სამართლებრივი პასუხისმგებლობის არარსებობა ან ბუნდოვანი ჩარჩო საფრთხეს უქმნის როგორც დაზარალებულების უფლებებს, ისე ტექნოლოგიების უსაფრთხო განვითარებას. ამ კონტექსტში, სხვადასხვა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ AI სისტემების ეთიკურ, უსაფრთხო და ადამიანის უფლებებს პატივისმცემელ გამოყენებას. ევროკავშირის ფარგლებში AI Act -ი წარმოადგენს სისტემურ მცდელობას, შექმნას რისკზე დაფუძნებული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ბალანსს უზრუნველყოფს ინოვაციასა და უფლებათა დაცვას შორის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამჭვირვალობას, მონაცემთა დაცვას და ეთიკურ სტანდარტებს. ეფექტური რეგულირება მოითხოვს სამართლებრივი ნორმების შემუშავებას და ტექნიკური სტანდარტების განსაზღვრას, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაწყვეტილებების განმარტებადობას, უსაფრთხო მონაცემთა დამუშავებას და დისკრიმინაციის თავიდან აცილებას. AI-ის პრაქტიკაში დანერგვა და ადამიანის უფლებათა ურთიერთქმედება ხაზს უსვამს პრობლემას: ტექნოლოგიური პროგრესი შეიძლება საფრთხე იყოს უფლებებისთვის, თუ რეგულაცია და ეთიკა სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი. ჩარჩოების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სისტემების მუდმივი მონიტორინგი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას AI-ის უსაფრთხო და ეთიკური გამოყენებისთვის, რომელიც თანხვედრაშია ადამიანის უფლებების დაცვასთან, სწორედ ამ ნაშრომში იქნება განხილული არსებული პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გაცემული იქნება რეკომენდაციები ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.