ციფრული მეწარმეობა დღეს და მისი გამოწვევები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარება აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის გავრცელების შემდეგ, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ან/და მისი დაცვის მიზნით შემუშავებულ იქნა გარკვეული წესები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელთა დაცვა სავალდებულო იყო. ამ ფაქტმა განაპირობა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, მაღაზიების, მარკეტების, ბაზრების და თვითდასაქმებულთა საქმიანობის შეზღუდვა ან შეჩერება. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, ეს გარემობა გახდა მოსახლეობისთვის ბიძგის მიმცემი, თავად შეექმნათ რამე და ეზრუნათ
თვითგანვითარებაზე, ახალი ბიზნესის დაწყებაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა დისტანციურად და ციფრულად მუშაობას. აქვე ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ 2020 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ მცირე ბიზნესის მეწარმე ფიზიკურ პირთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მისი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო მისი დაბეგვრის განაკვეთი - შემოსავლიდან მხოლოდ 1%-ის გადახდა და დეკლარირება ყოველთვიურად. ის რაც ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი ახლა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა, მაგალითად განათლება, ტრენინგები, აუდიო - ვიდეო მიმართვები, საინფორმაციო ტექნოლოგიური მომსახურება, ონლაინ ვაჭრობა. წინამდებარე ნაშრომის მიზანია საქართველოში ჩამოყალიბებული ციფრული მეწარმეობის ანალიზი, მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ყურადღების გამახვილება და მისი გადაჭრის მიმართულებების ჩვენება: თუ რამდენად კონტროლდება მათ მიერ მიღებული შემოსავლები, ხდება თუ არა გადასახადების ადმინისტრირება და მეწარმეთა მხრიდან რა დაბროკელებებს აწყდებიან.