მეტყველების მოდელებიდან დისკურსულ სტრატეგიებამდე: ენა როგორც ტექნოლოგიური პრაქტიკა
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ენა აღარ წარმოადგენს მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტს — ის თავად იქცევა ტექნოლოგიურ პრაქტიკად, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება ახალი დისკურსული რეალობები. ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელების (მაგალითად, ChatGPT და სხვა გენერაციული სისტემების) განვითარების ფონზე დისკურსის ბუნება გადამწყვეტ ცვლილებას განიცდის: მეტყველება ცვლის ფუნქციურ სტატუსს და იქცევა მონაცემად, რომელიც ალგორითმულად იწარმოება, იშიფრება და ხელახლა იწერება. მოხსენება მიმოიხილავს იმ გზას, რომელიც გადის ტრადიციული მეტყველების მოდელებიდან ციფრულ დისკურსულ სტრატეგიებამდე — სადაც ენა უკვე არა მხოლოდ სოციალური, არამედ ტექნოლოგიური ძალაა. მოხსენება ეყრდნობა დისკურსული ანალიზისა და ენათმეცნიერული პრაგმატიკის მიდგომებს, რათა გააანალიზოს, როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი ენობრივ ქცევას, ავტორობას და მნიშვნელობის წარმოების მექანიზმებს.