ChatGPT-ის გამოყენება ბიზნესის ადმინისტრირებაში: სტუდენტური თვისებრივი კვლევა
Main Article Content
ანოტაცია
ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Chatgpt მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს თითოეული მაცხოვრებლისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი. მის პოპულარობას განაპირობებს, Chatgpt-ის შესაძლებლობები ინფორმაციის უსწრაფესად გადამუშავება და სხვადასხვა რთული და მარტივი დავალებების შესრულება, რომელსაც მანამდე ადამიანები საკუთარი რესურსებით ახორციელებდნენ. Chatgpt-ის გამოყენება აქტიურად დაიწყეს განათლების სფეროში, თუმცა გამოიკვეთა მრავალი შესაძლო უარყოფითი შედეგი. მაგალითად, Chatgpt-ის უარყოფითი გავლენა სწავლის პროცესზე, სტუდენტების ხელოვნური ინტელექტის ასისტენტზე დამოკიდებულების მაღალი დონის გამო, მცირდება კრიტიკულად აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარები. საქართველოშიც აქტიურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს განათლების სისტემაში. წინამდებარე სტატიაში აღწერილია კვლევის შედეგები, სადაც აღწერილია ბიზნესის ადმინისტირებების პროგრამაზე სწავლების პროცესში Chatgpt-ის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები.