ხელოვნური ინტელექტი და მისი როლი კრიზისების მართვაში: ტექნოლოგიური ჩარევის შესაძლებლობები და გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე გლობალური კრიზისები — მათ შორის პანდემიები, კლიმატური კატასტროფები, ჰუმანიტარული და ეკონომიკური შეფერხებები — ახალ გამოწვევებს უყენებს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და საზოგადოებებს. ამ ფონზე, ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიური ჩარევის შესაძლებლობები კრიზისების მართვაში სულ უფრო აქტუალური და სტრატეგიული ხდება. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის როლის ანალიზს კრიზისების მართვის მთავარ ეტაპებზე: რისკების წინასწარ იდენტიფიცირებასა და პრევენციაში, რეაგირების მექანიზმებში, ოპერაციულ მენეჯმენტსა და შემდგომ აღდგენით პროცესებში. ნაშრომში განხილულია წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები, შეფასებულია AI-ს ეფექტიანობა, ტექნოლოგიური და ეთიკური გამოწვევები, ასევე მმართველობითი ფაქტორები. კვლევა მიუთითებს, რომ სწორად ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იქცეს არა მხოლოდ კრიზისებზე ეფექტური რეაგირების, არამედ მდგრადი განვითარების ხელშემწყობ ძალად.