პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: არსებული რეგულაცია და გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
სტატია იკვლევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივ და პრაქტიკულ ჩარჩოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან, განსაკუთრებით GDPR-თან. თეორიულად, ნაშრომი აყალიბებს მონაცემთა დაცვის კონცეპტუალურ საფუძვლებს (ფუნდამენტური უფლება, ღირსებასთან კავშირი, პრინციპები), ემპირიულად კი აანალიზებს უნივერსიტეტების შიდა დოკუმენტაციას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით და მიმდინარე პრაქტიკას (მონაცემთა სუბიექტის თანხმობის კანონით დადგენილი სტანდარტები, შენახვის ვადები, უსაფრთხოების ზომები, მონაცემების გადაცემა და აშ). შედარებით-სამართლებრივი მიდგომით განიხილულია გერმანიის, პოლონეთისა და ესტონეთის მაგალითები და გამოვლენილია მსგავსებები/განსხვავებები საქართველოს რეგულაციებთან.
კვლევა ასკვნის, რომ მიუხედავად “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” 2023 წლის 14 ივნისი კანონის ჰარმონიზაციისა მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციასთან, უნივერსიტეტებში რჩება სისტემური ხარვეზები: თანხმობის ფორმალიზებული მართვა, DPO-ის ინსტიტუციური სისუსტე, მონაცემთა უსაფრთხოების პროტოკოლების არასრულობა, სტუდენტთა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის რეგულირება, ცნობიერების დაბალი დონე და აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები.
რეკომენდაციებია: პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციები დეტალური გაწერა და მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალობა; პერსონალისა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის რეგულარული ტრენინგებით, DPO-ის დამოუკიდებლობისა და რესურსების გაძლიერება, შიდა რეგულაციების ჰარმონიზაცია GDPR-ის პრინციპებთან და ტექნიკური სტანდარტების (ISO 27001/27701) დანერგვა. ეს ნაბიჯები გააძლიერებს პასუხისმგებლობისა და ნდობის კულტურას საუნივერსიტეტო სივრცეში და წაახალისებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო ეკოსისტემაში.