ენა და მეტყველება როგორც სოცილური ფენომენი და ლინგვისტური კვლევის რეალია

Main Article Content

თამარ მერაბიშვილი

ანოტაცია

სტატია ეძღვნება ენას, როგორც ყოველგვარი კულტურის ფორმას, როგორც სოციალურისა და მენტალურის გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც ფენომენს, რომელშიც უკვე ჩვენამდე აღბეჭდილია სამყაროს მრავალათასწლოვანი შეცნობა. სტატიაში ხასგასმულია უახლეს ლინგვისტიკაში ენისა და მეტყველების განიხილვა, როგორც ადამიანური ენის ერთიანი ფენომენის. ენა მხოლოდ მაშინ არის ენა, როდესაც მას შეუძლია გამოვიდეს მეტყველებაში, რომელიც ითხოვს აზრის აუცილებელ მონაწილეობას.  ის მხოლოდ მეტყველებით ახდენს თავის კომუნიკაციურ დანიშნულებას. ენა, ეს არის გონებრივი თეზაურუსი, რომელიც ორგანიზებას უწევს ადამიანის ცოდნას სიტყვებისა და სხვა ვერბალური სიმბოლოების გამოყენებას, მათ მნიშვნელობისა და რეფერენციების შესახებ; ენისა და მეტყველების ერთობა რეალიზდება სამეტყველო ქმედებაში. მეტყველება გაიგება როგორც ინდივიდუალური ცხოვრების ფენომენი, ხოლო მისი ძირითადი სუბიექტი კონკრეტული ადამიანია. ენისა და მეტყველების იდეების განვითარების შედეგად ლინგვისტიკაში ჩამოყალიბდა ამ ცნებების ოპოზიციებში წარმოდგენის ტრადიცია


მთავარი კი არის ის რომ, ენისა და მეტყველების გამიჯვნა განისაზღვრება სხვადასხვანაირად, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთს და არც მეორე რეალიას მარტო არც არსებობა და არც ფუნქციონირება შეუძლია.

გამოქვეყნებული: სექ 4, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები