ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლება და საავტორო უფლებები: თანამედროვე სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევები

Main Article Content

ლიკა საჯაია

ანოტაცია

ნაშრომი იკვლევს ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლების პროცესში საავტორო უფლებების დაცვის სამართლებრივ და ეთიკურ გამოწვევებს. კვლევა ეფუძნება მოსაზრებას, რომ AI სისტემების სწავლება წარმოშობს ავტორთა ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის რისკს.


ნაშრომში გაანალიზებულია ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობისა და AI გენერაციის კონცეპტუალური განსხვავება, AI ტრენინგის ეტაპები და განსხვავებული სამართლებრივი მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-ის თავისუფალი გამოყენების დოქტრინას, ევროკავშირის ტექსტისა და მონაცემთა მაინინგის რეგულაციებს, იაპონიის ლიბერალურ მიდგომასა და ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის საავტორო სამართლის დაცვის გარანტიებს.


კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოში არსებული ფრაგმენტული სამართლებრივი მიდგომა ვერ უზრუნველყოფს ავტორთა უფლებების თანაბარ და ეფექტურ დაცვას. ნაშრომში ასევე შეფასებულია AI ტრენინგისას გამოყენებული დაცვის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ლიცენზირება, ცალმხრივი განცხადებები, ვებ-გვერდის წესები და ტექნიკური პროტოკოლები.

საკვანძო სიტყვები:
გენერაციული AI, საავტორო სამართალი, AI ტრენინგი, ტექსტისა და მონაცემთა მაინინგი, თავისუფალი გამოყენების დოქტრინა
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები