ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აღკვეთის ღონისძიებების ინდივიდუალური დასაბუთებისათვის

Main Article Content

ხატია ხერხეულიძე

ანოტაცია

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქართულ სისხლის სამართალწარმოებაში გამოწევაა, რადგან ჯერჯერობით სრულად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო განმარტებაც კი არ არსებობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. თუმცა, მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითრების ფონზე, არც საქართველო იქნება გამონაკლისი, რომ ალგორითმებმა საკუთარი ადგილი ჩვენს კანონმდებლობაში დაიმკვიდრონ. სტატიაში განხილულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საკითხი, დაკავებული და ადვოკატის გარეშე წარმოდგენილი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის ინდივიდუალური დასაბუთებისას. საქართველოში დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის, მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების ოფიციალური სტატისტიკისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის მიცემა სასიკეთო იქნება ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისა და სამართლიანი პროცესის განხორციელების კონტექსტში. ხოლო, აღკვეთის ღონისძიების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება, კვლავ მოსამართლის ადამიანური ინტელექტისა და რესურსის შესაბამისად იქნეს დატოვებული, როგორც დაკავებული, ისე თავისუფლებაში მყოფი ბრალდებულთა მიმართ. 

საკვანძო სიტყვები:
დასაბუთება, მართლმსაჯულება, ბრალდებული
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები