პროკურორის დისკრეცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის მიზანია დადგინდეს პროკურორის დისკრეციის მნიშვნელობა ქართულ სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში და მისი შესაძლო მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. თანამედროვე მსოფლიოში არსებული სამართლებრივი სიახლეების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა ნაწილობრივ შეითავსა პროკურორის როლი სისხლის სამართლის საქმეებში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში, აღნიშნული საკითხის კვლევა აქტუალურია. ჩატარებული კვლევის ძირითად მიგნებას წარმოადგენს შემდეგი: 1. პროკურორის დისკრეცია საქართველოს სისხლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პრინციპია და მისი დარღვევა დაუშვებელია, რადგან გამოიწვევს პრობლემებს სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის თვალსაზრისით; 2. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯერჯერობით არ ხდება ქართულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში იმ დოზით, რომ საკითხის კვლევა დაგვიანებული იყოს, შესაბამისად, რაც უფრო ადრე დაიწყება ამ პერსპექტივის განხილვა იურიდიულ საზოგადოებაში, მით უფრო დიდია შანსი, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული გარდაუვალი ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე საქართველოში; 3. პროკურორის დისკრეციის გადაცემა ხელოვნური ინტელექტისთვის დაუშვებელია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ დამატებითი რესურსის სახით, თუმცა იმ სავალდებულო დათქმით, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ მიღებული რჩევები იქნება დასაბუთებული და განსაზღვრული იქნება კონკრეტული წყაროები, რომელთა ანალიზის შედეგად განისაზღვრა კონკრეტული რეკომენდაციები.