მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტი დღეს: ახალი კომპეტენციები, გამოწვევები და ხელოვნური ინტელექტის გავლენა

Main Article Content

ლიკა კასრაძე

ანოტაცია

ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა მასობრივი კომუნიკაციის სფერო და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების საქმიანობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე სპეციალისტისთვის ტრადიციული პროფესიული უნარები უკვე აღარ არის საკმარისი და აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მრავალმხრივი კომპეტენციების ათვისება. წინამდებარე ნაშრომი მასობრივი კომუნიკაციის სფეროში არსებულ ახალ პროფესიულ გამოწვევებს აანალიზებს. ნაშრომი ეფუძნება თვისებრივ მეთოდს და მოიცავს თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის, ტენდენციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. ამასთანავე, გამოკვეთილია ეთიკური გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია დეზინფორმაციასთან, მონაცემთა მიკერძოებასთან და პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებთან. დასკვნის სახით, ნაშრომი ხაზს უსვამს აკადემიური პროგრამების განახლების აუცილებლობას, რათა ისინი თანამედროვე გარემოს მოთხოვნებს პასუხობდეს.

საკვანძო სიტყვები:
მასობრივი კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტი, განათლება, ეთიკა
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები