ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზაცია ტურიზმში: ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა მომხმარებელთა გამოცდილებაზე
Main Article Content
ანოტაცია
ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც ძირეულად ცვლის როგორც სერვისების მიწოდების ფორმებს, ისე მომხმარებელთა გამოცდილების ჩამოყალიბების პროცესს. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფი განვითარება, შესაძლებლობას აძლევს ტურისტულ კომპანიებს უფრო ეფექტურად უპასუხონ მომხმარებელთა ინდივიდუალურ მოთხოვნებს და შექმნან მაღალი ხარისხის, პერსონალიზებული მომსახურება.
ამ კონტექსტში, პერსონალიზაციის თანამედროვე მიდგომები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგზაურების ქცევის ანალიზში, მათი საჭიროებების წინასწარ განსაზღვრასა და შესაბამისი შეთავაზებების ფორმირებაში. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები — მათ შორის გენერაციული მოდელები, ჩატბოტები და რეკომენდაციული სისტემები — უზრუნველყოფენ მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას და ზრდიან კმაყოფილების დონეს.
კვლევის მიზანია ციფრული ტრანსფორმაციის გავლენის შეფასება მომხმარებელთა გამოცდილებაზე და ხელოვნური ინტელექტისა და პერსონალიზაციის როლის განსაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიაში. მეთოდოლოგიურად, კვლევა ეფუძნება უახლესი საერთაშორისო აკადემიური წყაროების სისტემატურ ანალიზს.
მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ AI-ის ინტეგრაცია აუმჯობესებს სერვისების ეფექტიანობას, ამცირებს ხარჯებს და ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას, თუმცა პარალელურად წარმოშობს კონფიდენციალობასთან და ეთიკასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კვლევა უსვამს ხაზს ადამიანის და ტექნოლოგიის ჰიბრიდული ინტეგრაციის მნიშვნელობას მდგრადი მომხმარებელთა გამოცდილების უზრუნველსაყოფად.