Meaningful Work და თაობათა განსხვავებები: თანამშრომელთა მოტივაციის ახალი გამოწვევები

Main Article Content

ლალი ბალახაძე

ანოტაცია

თანამედროვე ორგანიზაციულ გარემოში თანამშრომელთა მოტივაცია სულ უფრო მეტად ეფუძნება სამუშაოს მნიშვნელობის (meaningful work) აღქმას. Meaningful Work (მნიშვნელოვანი სამუშაო) წარმოადგენს თანამშრომელთა მოტივაციის, სამუშაო კმაყოფილების და ორგანიზაციული ჩართულობის მნიშვნელოვან ფაქტორს. თანამშრომლის განცდას, რომ მისი საქმიანობა არის პიროვნულად ღირებული, მიზანმიმართული და სოციალური მნიშვნელობის მატარებელი. უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ სამუშაოს მნიშვნელობა პოზიტიურად არის დაკავშირებული ჩართულობასთან, კეთილდღეობასთან და პროდუქტიულობასთან (Allan et al., 2019; Martela & Pessi, 2018).


შრომის ბაზარზე თაობათა მრავალფეროვნება, იდეების და ღირებულებების განსხვავება განაპირობებს მოტივაციური პრიორიტეტების სხვაობას (Costanza et al., 2012; Czerwińska-Lubszczyk & Jankowiak, 2025). თანამედროვე ორგანიზაციებში დიდ გაოწვევას წარმოადგენს მულტითაობათა გუნდის მართვა, სადაც თანამშრომლები არიან Baby Boomers, Generation X, Millennials და Generation Z. თითოეული თაობა განსხვავდება ღირებულებებით, სამუშაოსადმი დამოკიდებულებით და მოტივაციური ფაქტორებით, აღნიშნული სხვაობები HR მენეჯმენტისთვის ქმნის ახალ გამოწვევებს. სტატიის მიზანი სწორედ ის არის, რომ გააანალიზოს meaningful work-ის როლი თანამშრომელთა მოტივაციაში და შეადაროს სხვადასხვა თაობის ღირებულებები.


თანამედროვე ორგანიზაციებში თანამშრომელთა მოტივაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს როგორც ინდივიდუალურ შესრულებას, ისე ორგანიზაციულ ეფექტიანობას/შდეგს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მრავალთაობიან სამუშაო გარემოში, სადაც განსხვავებული ღირებულებები, მოლოდინები და ქცევითი მოქმედებები თანაარსებობს. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს თანამშრომელთა მოტივაციაში სამუშაოს მნიშვნელობის (Meaningful Work) როლის გაანალიზებას, თაობათა შორის განსხვავებების შედარებას და HR სტრატეგიებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების ფორმულირებას.


მიუხედავად თაობათა განსხვავებებისა, ანალიზი ცხადყოფს რომ სამუშაო მნიშვნელობა წარმოადგენს უნივერსალური მოტივაციის ფაქტორს ყველა თაობისთვის. განსხვავება ვლინდება არა თავად მნიშვნელობის არსებობაში, არამედ მის აღქმასა და გამოხატვის ფორმებში. მაგალითად, ერთ თაობას შეიძლება მოტივაციას აძლევდეს ორგანიზაციისადმი ერთგულება და სტაბილურობა, ხოლო მეორეს ინოვაციური გარემო და შესაძლებლობები. აღნიშნული მიგნებები მნიშვნელოვან ინფორამციებს შიცავს ადამიანური რესურსების მართვისათვის. ამ მიგნებებზე დაყრდნობით დგება სწორი HR მენეჯმენტი. მაგალითად როგორიცაა:



  • სამუშაო დიზაინის ისეთი მოდელების დანერგვა, რომელიც ზრდის საქმიანობის მნიშვნელობის აღქმას (უკუკავშირი, ავტონომია...).

  • მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც პასუხობს სხვადასხვა თაობის მოლოდინებს.

  • პერსონალური მოტივაციური მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომელთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.


კვლევის შედეგები პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროსთვის, რადგან აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციებმა შექმნან ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც სხვადასხვა თაობის თანამშრომელთა მოტივაციას და ჩართულობას ერთდროულად გააძლიერებს. მართვის ამ მეთოდების გააზრება და ეფექტიანი გამოყენება HR პრაქტიკების ადაპტაციას და მრავალფეროვნების მართვის უნარს, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციის მდგრადობას, განვითარებას და კონკურენტუნარიანობას.

საკვანძო სიტყვები:
meaningful work, თანამშრომელთა მოტივაცია, თაობათა განსხვავებები, ჩართულობა, HR მართვა, მრავალთაობიანი სამუშაო გარემო, სამუშაო კმაყოფილება, ორგანიზაციული ეფექტიანობა, HRM
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები