ინკლუზიური განათლება: გამოწვევიდან შესაძლებლობამდე
Main Article Content
ანოტაცია
ყოველწლიურად მზარდია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა, რაც ქმნის დამატებითი დაფიქრების საჭიროებას გამოწვევებთან გამკლავების გზების შემუშავებასა და ინკლუზიურობის ფენომენის პოზიტიურად გაზრდისკენ. აღნიშნულ ნაშრომში განხილულია კვლევებზე დაფუძნებული რიგი საკითხები, რომელიც იკვეთება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობისას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე, ხაზგასმულია ინკლუზიური განათლების სარგებელი სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან: განათლების მიღების, აკადემიური შედეგების, სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარების, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის და ა.შ. მიმართულებით. ნაშრომში გამოკვეთილია პრიორიტეტები, რომელთა გაძლიერება მნიშვნელოვნად განაპიროებებს ინკლუზიური განათლების გარკვეული სირთულეების დაძლევას და მოსწავლეთა უმტკივნეულო, მაღალხარისხიან ჩართვას სწავლა-სწავლებისა და სამომავლოდ, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.