ჩინეთის სისხლის სამართლის ახალი განვითარება

Main Article Content

შიცჰოუ ვანგი

ანოტაცია

1979 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის გამოქვეყნებისა და 1997 წელს გადასინჯვის შემდეგ, ეს კოდექსი შესწორდა და დაემატა 11 სისხლისსამართლებრივი ცვლილება და 14 საკანონმდებლო განმარტება. შინაარსობრივი
თვალსაზრისით, სისხლისსამართლებირვი ცვლილებები და საკანონმდებლო განმარტებები, რომლებიც კოდექსში შეიტანეს 2010 წლის შემდეგ, ასახავს ჩინეთის სისხლის სამართლის ახალ განვითარებას. ამ ნაშრომში განმარტებულია ამ ახალი განვითარების ძირითადი ფორმები და მახასიათებლები. მასში აღწერილია საკანონმდებლო ზომები სიკვდილით დასჯის გაუქმებისა და ,,შეწყნარებისა და სიმკაცრის შერწყმის“ სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ. იგი განმარტავს ახალ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ღირსების დაცვისა და ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალი დებულებების შეჯამება მოცემულია ინფორმაციული ქსელის, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის, სოციალური მთლიანობისა და საზოგადოებრივი წესრიგის, გარემოს, ფინანსური წესრიგის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, არასრულწლოვანთა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, საკვებისა და წამლების უსაფრთხოების თვალსაზრისით. შინაარსში მოცემულია ინფორმაციული ქსელის, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის, სოციალური მთლიანობისა და საზოგადოებრივი წესრიგის, გარემოს, ფინანსური წესრიგის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, არასრულწლოვანთა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, საკვებისა და წამლების უსაფრთხოების შესახებ ახალი ხედვა. გარდა ამისა, განიხილება თეორიულ და პრაქტიკულ სფეროებში ფართოდ გავრეცებული, როგორიცაა საკითხები არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის, ჩინეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ტენდენციის, სისხლის სამართლის დებულებების დამკვიდრებისა და სისხლის სამართლის კანონის გამოყენების შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
სისხლის სამართალი, დანაშაული, სასჯელი, განვითარება, რეფორმა
გამოქვეყნებული: Dec 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლის მეცნიერებები