კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) იდეურ-სამართლებრივი ბუნება

Main Article Content

გივი ლობჟანიძე
ზოია ადამია

ანოტაცია

კონკორდატი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის იდება, აქედან ერთი არის წმინდა საყდარი (ვატიკანი) რომის პაპის მეთაურობით, მეორე მხარე - სახელმწიფო, რომლის საგანია ურთიერთობა კათოლიკურ ეკლესიასთან (კათოლიკეებთან ქვეყანაში). ასევე მისი შინაარსი გულისხმობს, საერთო ინტერესების განსაზღვრას პიროვნებებთან, ინსტიტუტებთან და საეკლესიო ქონებასთან დაკავშირებით.
როგორც წესი, კონკორდატი შერეულ საკითხებს შეეხება, რომელიც არის ორივე მხარის ინტერესთა სფერო.
კონკორდატი, თანამედროვე გაგებით, გაუთანაბრდა კონსტიტუციურ შეთანხმებას, რაც გულისხმობს ქრისტიანული ეკლესიისა და სახელმწიფო ურთიერთმიმართებას.
როდესაც საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია რწმენის თავისუფლება, აქ მოიაზრება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ ზოგადად ადამიანის რელიგიური თავისუფლება.
სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმების გაფორმებამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, ზოგიერთის მოსაზრებით ეს იყო სხვა რელიგიებისა და რწმენის ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა, რაც არ იყო სწორი.
საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია რწმენის თავისუფლება. აქ მოიაზრება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ ზოგადად ადამიანის რელიგიური თავისუფლება.
ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იყო გამორჩეული ტოლერანტობით, ერთ-ერთი მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისაგან განსახვავებით - მოყოლებული დავით აღმაშენებლიდან დღემდე.

საკვანძო სიტყვები:
კონკორდატი, საერთაშორისო ხელშეკრულება, ვატიკანი, წმინდა საყდარი
გამოქვეყნებული: Dec 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
სამართლის მეცნიერებები