პროექტზე დაფუძნებული სწავლების-როლი უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევაში

Main Article Content

მარიამ დარბაიძე
ზურაბ მუშკუდიანი
ინგა გელაშვილი
ხათუნა თაბაგარი

ანოტაცია

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სტუდენტმა შეძენილი ცოდნითა და უნარებით უნდა შეძლოს საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება და საკუთარი შესაძლებლობების
განვითარება. ეს კი გულისხმობს ისეთი სისტემური ცოდნის მიღებას, რომელიც მუდმივი ზრდა-განახლების უნარით ხასიათდება.


სტატიის მიზანია შეისწავლოს პროექტზე დაფუძნებული სწავლება, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ეფექტური მიდგომა და მისი როლი უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევაში, გამოავლინოს ლექტორები რამდენად იყენებენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, როგორია ეფექტურობა, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.
წინამდებარე სტატიაში გამოყენებულია კვლევის მეთოდები: უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებული გამოკითხვა კითხვა-პასუხის რეჟიმში და რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები.
კვლევის შედეგების მიხედვით ვლინდება, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია უმაღლესი სასწავლებლებისათვის. სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ლექტორები ან საერთოდ ვერ, ან ნაწილობრივ ახერხებენ სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. ამასთან ერთად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობას. ამ პრობლემის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანია არასწორი სასწავლო მეთოდების შერჩევა და გამოყენება.

საკვანძო სიტყვები:
პროექტზე დაფუძნებული სწავლება, უმაღლესი განათლება, სწავლების თანამედროვე მიდგომა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება
გამოქვეყნებული: Dec 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები