ბიზნეს-სტატისტიკა შემეცნების სტატისტიკურ მეთოდოლოგიაში

Main Article Content

დავით ჟუჟნიაშვილი

ანოტაცია

თანამედროვე პირობებში დიდი ყურადღება ექცევა სტატისტიკის საკითხებს. ჩვენს ქვეყანაში ეს განსაკუთრრებით გამოკვეთილია ინოვაციურ ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლებიც აისახება მაცხოვრებლებზე. სტატისტიკის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ალბათურ გარემოში ეფექტურად ვმართოთ ეკონომიკა.
მიმდინარე დროის განსაკუთრებული თვისებაა გაზრდილი ყურადღება სტატისტიკის მიმართ მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანაში ეს ყურადღება მით უფრო გამწვავებულია ინოვაციური ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ყველა სფეროში, რომლებიც ეხება
თითქმის ყველა მაცხოვრებლის ინტერესებს. სტატისტიკის ცოდნა გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ეკონომიკის ეფექტური მართვა, რაც დაფუძნებულია სტატისტიკურ კანონზომიერებებზე ალბათური გარემოს პირობებში.


ბიზნეს-სტატისტიკა აუცილებელია ყველა ადამიანისათვის, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მიუძღვნან თავი სამეწარმეო ან მართვის საქმიანობას, სადაც მოითხოვება სიტუაციის ანალიზი და პროგნოზი, მოვახდინოთ რაოდენობრივი შეფასება, გავაკეთოთ ეკონომოკური გათვლები, განვახორციელოთ ბიზნესის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საინფორმაციო - სტატისტიკური
უზრუნველყოფა სოციალურ - ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში.
დღეისათვის სტატისტიკის მიზანია აისახოს საბაზრო ეკონომიკის განვითარების კანონზომიერებები და ტენდენციები მაკრო და მიკრო დონეებზე, მიაწოდოს მეწარმეებსა და მენეჯერებს ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მათ, იპოვონ კომერციული საქმიანობის და
წარმოების მართვის ოპტიმალური მიმართულება, შეაიარაღოს კონკურენტული ბრძოლის ინფორმაციით, აფორმიროს მონაცემთა ბანკები და მარკეტინგული კვლევის მოდელების ბანკები და ა. შ.

საკვანძო სიტყვები:
ალბათური, ინოვაციური, ეფექტური, სოციალურ-ეკონომიკური, კონკურენტული
გამოქვეყნებული: Dec 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
ეკონომიკის მეცნიერებები