მაკქუილის პროპაგანდის ხერხები და მეთოდები მასკომუნიკაციაში

Main Article Content

დავით დოლიძე

ანოტაცია

პროპაგანდა არის კომუნიკაციის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს საზოგადოების დამოკიდებულებაზე რაიმე მიზეზის ან პოზიციის მიმართ არგუმენტის მხოლოდ ერთი მხარის წარმოდგენით. იგი მოიცავს რეალობის, შეხედულებებისა და ფილოსოფიების მიზანმიმართულ გაზიარებას, რომლებიც მიზნად ისახავს ქცევის შეცვლას და ადამიანების მოქმედების სტიმულირებას. იგი არის ერთგვარი დარწმუნების ფორმა, რომლის დროსაც ხდება განზრახვით, ცალმხრივი ინფორმაციის კონტროლირებადი გადაცემა საზოგადოებისთვის, მასმედიის საშუალებით. შესაბამისად, მასმედია და პროპაგანდა განუყოფელია.
პროპაგანდას ჩვეულებრივ ქმნიან მთავრობები, მაგრამ სხვა ძლიერი ორგანიზაციების მიერ შექმნილი მასობრივი კომუნიკაციის ზოგიერთი ფორმაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს პროპაგანდად. ინფორმაციის მიუკერძოებლად მიწოდებისგან განსხვავებით, პროპაგანდა, მისი ძირითადი გაგებით, წარმოადგენს სახეცვლილ ინფორმაციას, პირველ რიგში, აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის მიზნით.
მასმედია, როგორც საზოგადოებისთვის ინფორმაციის გავრცელებისა და გადაცემის სისტემა, დიდ როლს ასრულებს ადამიანების გართობასა და ინფორმირებაში იმ წესებითა დღირებულებებით, რომლებიც მათ სოციალურ სტრუქტურას შეესაბამება. პროპაგანდა კი ქმნის კონფლიქტებს საზოგადოების განსხვავებულ კლასებს შორის. დღესდღეობით, მედიით მოცულ საზოგადოებაში, მასმედია არის მთავარი პლატფორმა და გამოსავალი პროპაგანდისტული აქტების განსახორციელებლად, რომლის მიზანია მმართველთა მიერ შემოღებული დღის წესრიგის დამკვიდრება.
თავად ტერმინი „პროპაგანდა“ გამოიყენება ჟურნალისტიკაში, რეკლამასა და განათლებაში, ძირითადად, პოლიტიკურ კონტექსტში. მთელ მსოფლიოში პროპაგანდა აგრძელებს აყვავებას, როგორც მოქალაქეების მართვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ეს პრაქტიკა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში შეწყდეს. დღესდღეობით, თანამედროვე მედიის ნებისმიერი პლატფორმა შეიძლება იქნას გამოყენებული მისი მიზნობრივი აუდიტორიისთვის პროპაგანდის მისაწოდებლად, მაგალითად, რადიო, ტელევიზია, პრესა, ფილმები, მუსიკა, პლაკატები და სხვა.
ვინაიდან, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მედიასივრცეში დგას საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და ნებისმიერი ტიპის პროპაგანდის გავრცელების პრობლემა, გადავწყვიტე, კვლევის საგნად სწორედ აღნიშნული საკითხი ამერჩია.

საკვანძო სიტყვები:
პროპაგანდა, მედია მანიპულაცია, ყალბი ინფორმაცია, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება
გამოქვეყნებული: Dec 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები