საქართველოს უმაღლესი განათლება აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში

Main Article Content

ინგა გელაშვილი
მარინა ოსტრიანსკა

ანოტაცია

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. რეფორმის მიზანს შეადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა. 8 რეფორმის შედეგად შეიცვალა უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების სისტემა. ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან. სისტემა გახდება მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, გამარტივდება განათლების საერთაშორისო აღიარების პროცესი, გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზი, ამასთან თავად უსდ-ის შეფასება ავტორიზაციის ახალი სტანდარტების, მათი თვალსაზრისი განახლებულ სტანდარტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს არსებობს თუ არა
კიდევ პრობლემური საკითხები, განსხვავებული ხედვები და უნივერსიტეტების მხრიდან რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:
აკრედიტაცია, უმაღლესი განათლება, ხარისხი, პროცესი, სტანდარტები
გამოქვეყნებული: Dec 6, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები