ამოცანით მართვის ცნების გაგებისათვის
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოს თავდაცვის ძალებში 2016-2017 წლებიდან აქტიურად ინერგება მართვის ახალი მეთოდი სახელწოდებით „ამოცანით მართვა“. ამ მეთოდის დანერგვა განაპირობა საქართველოსა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების
რთულმა და არაპროგნოზირებადმა ბუნებამ. ამოცანით მართვის არსი ის არის, რომ მისი გამოყენება ხელს უწყობს რთულ რელიეფურ პირობებში რიცხობრივად და აღჭურვილობით გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას, გამოყენებასა და შენარჩუნებას. „სწორედ „ამოცანით მართვა“ არის მართვის ის მეთოდი, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს კომპლექსური სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერას ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე რეაგირების პროცესში“. (mod.gov.ge)
ტერმინოლოგიური შესიტყვებაც „ამოცანით მართვა“ (ინგ. mission command) ახალი დამკვიდრებულია თავდაცვის ძალებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრნაირად შეიძლება ითარგმნოს ინგლისურიდან, არჩევანი სწორედ „ამოცანით მართვაზე“ შეჩერდა.