უცხოური ენების სწავლების ძირითადი ეტაპები ჩინეთში
Main Article Content
ანოტაცია
მიუხედავად ჩინური ცივილიზაციის ხანგრძლივი ისტორიისა, ჩინეთში, ინგლისური ენის ფორმალური სწავლების სათავედ ინგლისურენოვანი მისიონერების მიერ დაარსებული სკოლები ითვლება და ჩვენც ამ მიდგომას უნდა დავეთანხმოთ. ჩინეთ-იაპონიის ომის (1894-1895 წწ.) შედეგად, მთავრობის წარმომადგენლებმა სულ უფრო დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ დასავლური საზოგადოებიდან სწავლა და გამოცდილების გაზიარება, მჭიდრო კონტაქტები ერთადერთი გზა იყო განვითარებისა და თუნდაც, უცხოური აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამგვარად წახალისდა ინგლისურენოვანი განათლება ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 1903 წელს ინგლისური შეტანილ იქნა ეროვნული საშუალო სკოლის სასწავლო გეგმებში. ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდები, როცა უცხოური ენის სწავლება განიხილებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუმცა გონივრული პოლიტიკის შედეგად, ჩინეთმა სძლია ცალმხრივობას და დღეს ის გვევლინება ნოვატორად, რომელსაც საინტერესო მიდგომები აქვს ინგლისურის ენის, როგორც სასწავლო საგნის მიმართ.