ტულოუ - ჰაკას არქიტექტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური იდენტობის ფენომენი
Main Article Content
ანოტაცია
ეს სტატია განიხილავს უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობებს, რომლებიც ცნობილია როგორც ტულოუ, რომლებიც ძირითადად გვხვდება ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში და მჭიდრო კავშირშია ჰაკას ხალხთან.
ტულოუ წარმოადგენს გამორჩეულ ფენომენს ჩინურ არქიტექტურასა და კულტურაში, რომლის ანალიზი და შესწავლა სხვადასხვა პერსპექტივიდან არის შესაძლებელი. უნიკალური კონსტრუქციით ცნობილი ეს შენობები, როგორც წესი, წრიული ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მართკუთხაა, თითქმის მთლიანად ჰერმეტული გარე კედლებით. ტულოუში ცხოვრება დიდი საერთო ეზოს გარშემოა კონცენტრირებული. თითოეულ სართულს აქვს უწყვეტი აივნები, რომლებიც აკავშირებს ინდივიდუალურ ბინებს, რაც ასახავს ამ ნაგებობების თავდაცვით დანიშნულებას, რადგან ჰაკკას ხშირად უწევდა გარე საფრთხეებისგან თავის დაცვა.
გამორჩეული არქიტექტურული თავისებურებების გარდა, ტულოუს თემები თავად წარმოადგენენ კულტურის მკვლევარებისა და ეთნოლოგების შესწავლის მნიშვნელოვან სფეროს, რადგან ასეთ გარემოში ჩამოყალიბებული კოლექტიური იდენტობა განსაკუთრებით მომხიბვლელია. შესაბამისად, ეს სტატია ასევე იკვლევს ტულოუს მაცხოვრებლების ცხოვრებას, მათ ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.