გიდი, როგორც პროფესია და მოსაზრებები ტურისტული გიდის პროფესიული სრულყოფისათვის

Main Article Content

ნიკო კვარაცხელია

ანოტაცია

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ გიდის პროფესია ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა მოითხოვს მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს იმისთვის, რომ გიდმა გადასცეს ობიექტური და უტყუარი ინფორმაცია ტურისტებს, რომ მათ შეექმნათ ობიექტური შეხედულება საქართველოზე, მის კულტურასა და მრავალფეროვან მემკვიდრეობაზე. მას შემდეგ რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს საერთო ევროპული რეგულაცია: Tourism services - Requirements for the provision of professional tourist guide training and qualification programmes (2008). შესაბამისად, თითოეული წევრი ქვეყანა იყენებს მას პრაქტიკაში. ეს სასწავლო გეგმა მოწონებული და გაზიარებულია იუნესკოს, WFTGA-ს (ტურისტული გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაცია) და UNWTO-ს მიერ. წინამდებარე სტატია არის მცდელობა იმსჯელოს ევროპის ქვეყნების საქალაქო ექსკურსიებში ცალკეული გამოცდილების გადმოღებაზე, როგორც ახალი სატრანსპორტო საშუალებების (ველოსიპედი, ელექტრო სკუტერი), ისე ევროპის რიგ ქალაქებში გიდის პროფესიაში დამკვიდრებული ახალი შეთავაზებების: გიდი-მძღოლი, გიდი-შესყიდვების კონსულტანტი და გიდი-ლექტორის გადმოღების მიზანშეწონილობის შესახებ. მითუმეტეს, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული „საქართველოს კანონი ტურიზმის შესახებ“ თავი VII „ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირება“ მუხლი 36 მუხლი მოითხოვს ცვლილებებს გიდის სერტიფიცირებაში და ახალი რეგულაციების ამოქმედებას 2025 წლის 1 ივნისიდან.

საკვანძო სიტყვები:
საქალაქო ექსკურსიები, გიდის პროფესიული დაოსტატება, გიდის სერტიფიცირება, გიდის მომზადება და პროფესიული უნარები
გამოქვეყნებული: სექ 4, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
კულტურული მემკვიდრეობა და იდენტობა