ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების განსაზღვრის მეთოდები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში

Main Article Content

ირაკლი ლეონიძე
ზურაბ შერაზადიშვილი

ანოტაცია

მეუღლეთა თანასაკუთრების საკითხებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მხარეებს შორის დავის შემთხვევაში, მეუღლეების მიერ გამოთქმულ მოთხოვნებს მნიშვნელობა ენიჭება. მეუღლეთა თანასაკუთრების მთავარი არსი მისი შეძენაა ქორწინების დროს, თუ ქორწინების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს საშუალებას აძლევს თითოეულ მეუღლეს შეიძინოს თანასაკუთრების უფლება ქორწინების დროს შეძენილ ქონებაზე.


მეუღლეთა ერთობლივი საკუთრებისგან განსხვავებით, არსებობს მეუღლეთა ინდივიდუალური ქონება, რომელიც გამოყოფილია თანასაკუთრების რეჟიმისგან. მისი არსებობა განპირობებულია იმ მარტივი იდეით, რომ მეუღლეებს მიეცეთ სივრცე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძინონ ქონება. ქორწინებამდე თითოეული მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონება და ქორწინების დროს თითოეული მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება ითვლება ინდივიდუალურ საკუთრებად. ინდივიდუალური ქონების არსებობა არ ნიშნავს მის ხელშეუხებლობას. ნაშრომის მიზანია შეაფასოს ქორწინების დროს შეძენილი ქონების განსაზღვრის სირთულეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.

საკვანძო სიტყვები:
ქორწინება, მეუღლეთა თანასაკუთრება, სასამართლო დავა
გამოქვეყნებული: სექ 4, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები