ლიბერალური იდეოლოგიის რეპრეზენტაცია მემარჯვენე ფრთის სუბიექტების ნარატივებში/რიტორიკაში (საქართველოს მაგალითზე 2012- 2024 წლებში)

Main Article Content

ბექა კაციტაძე
დაჩი კორინთელი

ანოტაცია

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების კოალიციის“ მოსვლიდან მოყოლებული, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ლიბერალურ და მემარჯვენე ჯგუფებს შორის მკვეთრმა იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა
დაპირისპირებამ მოიცვა. ვითარებას ამძაფრებს ყოფილ და მოქმედ სახელისუფლებო პარტიებს შორის პოლარიზაცია და, ამასთანავე, რუსული ოკუპაციის მიმდინარეობა. წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ლიბერალური იდეოლოგიის რეპრეზენტაციის შესწავლას საქართველოში არსებული მემარჯვენე ფრთის სუბიექტების ნარატივებში/რიტორიკაში. კერძოდ, ნაშრომში შესწავლილია ჯგუფები, როგორებიცაა: „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“, „ერთობა, რაობა, იმედი“, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ „პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ნაშრომი აქტიურად იყენებს თვისებრივი კონტენტ-ანალიზის მეთოდოლოგიას, კერძოდ, უმეტესწილად ეფუძნება პირველადი წყაროების ანალიზს და, ასევე, წარმოადგენს მეორეული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას. კვლევის უმთავრესი მიგნებაა ის, რომ მემარჯვენე სუბიექტების ნარატივებში/რიტორიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება შეურაცხმყოფელი ლექსიკური გამონათქვამები ლიბერალიზმზე მსჯელობისას. კვლევის მთავარი რეკომენდაცია იქნებოდა პოლიტიკური პროცესების წარმართვა პოლიტკორექტულობის დაცვით, რაც განმუხტავდა დაძაბულობას და ვითარების სამომავლოდ გართულებას საქართველოში.

საკვანძო სიტყვები:
ლიბერალიზმი, მემარჯვენე, იდეოლოგია, საქართველო
გამოქვეყნებული: სექ 4, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
პოლიტიკა და იდეოლოგიური ნარატივები