უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია მიგრაციის კონტექსტში

Main Article Content

ნინო ბოჭორიშვილი

ანოტაცია

გლობალიზაციის კონტექსტში გარე მიგრაციის  ერთი-ერთი მახასიათებელია განათლების მიზნით განხორციელებული საერთაშორისო მიგრაცია. საერთაშორისო მიგრაციული გადაადგილება ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მახასიათებელია, გადაადგილების მთავარი მოტივი არის უცხოური განათლების მიღების სურვილი. განათლების მიღების მიზნით განხორციელებულ მიგრაციას აქვს დადებითიც და უარყოფითი შედეგებიც.


თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობის მიგრაცია გლობალურ პროცესს წარმოადგენს. ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარდაქმნების შედეგი. თანამედროვე სამყაროში გლობალიზაციამ, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს, არამედ მესამე სამყაროს ქვეყნებს, მიგრაცია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, რაც მას ნებისმიერი სახელმწიფოს აუცილებელ კომპონენტად აქცევს.


გლობალიზაციის პროცესების გათვალისწინებით და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა, ისევე როგორც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია, რასაც, ერთი მხრივ, მოყვება უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში ქართველი სტუდენტებისა და მეცნიერების ნაკადების და, მეორე მხრივ, საქართველოში უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და უცხოელ სტუდენტთა რაოდენობის ზრდა.


წინამდებარე კვლევის მიზანია გლობალურ მიგრაციასთან, მიგრაციის პროცესში უმაღლესი განათლების ინერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა,  არსებული პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტის გზების შეთავაზება.

საკვანძო სიტყვები:
გლობალური მიგრაცია, საერთაშორისო მექანიზმები, უმაღლესი განათლება, ინტერნაციონალიზაცია
გამოქვეყნებული: სექ 4, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
საერთაშორისო კვლევები და გეოგრაფია