უნივერსიტეტი 2030 წელს: ხელოვნური ინტელექტი, სწავლების ახალი არქიტექტურა და პასუხისმგებლობის ეთიკა უმაღლეს განათლებაში

Main Article Content

მარიამ დარბაიძე
გიორგი კობიძე

ანოტაცია

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ უმაღლესი განათლება გარდაქმნის ახალ ეტაპზე გადაიყვანა, სადაც უნივერსიტეტი აღარ განიხილება მხოლოდ ცოდნის გადაცემის ინსტიტუციად, არამედ ყალიბდება როგორც ინტელექტუალური, ეთიკური და ციფრული ეკოსისტემა. 2030 წლის უნივერსიტეტის კონცეფცია გულისხმობს ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც AI ინტეგრირებულია სწავლების, კვლევის, შეფასების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ინსტიტუციური მმართველობის პროცესებში. თუმცა ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: ვინ იღებს პასუხისმგებლობას -ადამიანი თუ ალგორითმი?


სტატიის მიზანია ხელოვნური ინტელექტის როლის გაანალიზება უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაში, პასუხისმგებლობის ახალი პარადიგმის განსაზღვრა და უნივერსიტეტის ისეთი მოდელის წარმოდგენა, სადაც AI არ ანაცვლებს აკადემიურ სუბიექტს, არამედ აძლიერებს ადამიანის ინტელექტუალურ, ეთიკურ და შემოქმედებით პოტენციალს. ნაშრომი ეფუძნება კონცეპტუალურ-ანალიტიკურ მიდგომას და ეყრდნობა UNESCO-ს, OECD-ის, ევროკავშირის AI Act-ისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დოკუმენტებში ასახულ თანამედროვე პრინციპებს. ნაშრომში დასაბუთებულია, რომ უნივერსიტეტის მომავალი არ განისაზღვრება მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციით; მისი მდგრადობა დამოკიდებულია ადამიანზე ორიენტირებულ მმართველობაზე, გამჭვირვალობაზე, აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე, პასუხისმგებლობის მკაფიო განაწილებასა და ხარისხის კულტურაზე.

საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, უნივერსიტეტი 2030, უმაღლესი განათლება, ხარისხის უზრუნველყოფა, აკადემიური კეთილსინდისიერება, ალგორითმული პასუხისმგებლობა, AI ეთიკა
გამოქვეყნებული: სექ 9, 2026

Article Details

გამოცემა
სექცია
სტატიები