„თეთრი სიის“ მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციებისთვის და მისი აქტუალობა 2018-2022 წლებში
Main Article Content
ანოტაცია
ყოველწლიურად, სახელმწიფო შესყიდვებზე საქართველოს მშპ-ს დაახლოებით მეათედი მოდის. აღნიშნული ფაქტი ასევე ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ბიზნეს სექტორის იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საშემსყიდველო პროცესებში.
მთელი რიგი მიზეზების გამო სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზითა და რეგულაციებით, რაც გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორებსა და რთულადგადასალახავ ბარიერებს წარმოშობს მასში მონაწილე სუბიექტებისათვის. სწორედ
ამგვარი პროცესების გამარტივების მიზანს ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებული „თეთრი სია“ - კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი, სადაც შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდგომ რეგისტრირდებიან მსურველი მიმწოდებლები. მიუხედავად ამისა, მრავალი სუბიექტისათვის აღნიშნულ სიაზე ინფორმირებულობის ხარისხი და მასში მოხვედრის ინტერესი დაბალია. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნულ რეესტრთან დაკავშირებით არსებობს უარყოფითი მოსაზრებები, რომელთა განხილვაც აუცილებელია ობიექტური შეფასებებისათვის და ადეკვატური რეკომენდაციების შემუშავებისათვის.
შესაბამისად, ნაშრომის მიზანია „თეთრი სიის“ მნიშვნელობის განხილვა და მისი აქტუალობის შეფასება ბოლო 5 წლის განმავლობაში, რისთვისაც გამოყენებულ იქნა სამაგიდე კვლევა.